რეზონანსი
11.01.2020

დაბა ხულოში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტში მშობლები და მათი სამი შვილი იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად ბავშვები მსუბუქად დაშავდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×