რეზონანსი
11.01.2020

პლასტმასის მეორად ბოთლში მოთავსებულ პროდუქტს თითქმის ყველა ბაზარსა თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში შეხვდებით.

ღვინო არაყი, თაფლი და რძე - ეს ნაწარმი უკვე წლებია ამ ფორმით იყიდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში არც მყიდველმა და არც გამყიდველმა არ იცის, თუ რა საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის, პლასტმასის ერთჯერად ჭურჭელში მოთავსებული, პროდუქტების გამოყენება.

ფტალატი, ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი - ეს იმ ათასობით კანცეროგენული ნივთიერების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პლასტმასის არასწორი გამოყენებისას გამოიყოფა, შემდეგ კი ყველა ჩვენგანის ორგანიზმში ხვდება.

სპეციალისტების განმარტებით, მათი ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა ისეთი მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელიც კი გახდეს, როგორიც კიბოა.

პლასტმასის ნივთიერების მავნებლობაზე საუბრობენ სურსათის სფეროს სპეციალისტებიც. მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე პოლიეთილენის პროდუქციის ეტაპობრივი ჩანაცვლების აუცილებლობაზე მიუთითებს.

პლასტმასის ჭურჭლის გამოყენების საფრთხეებზე საუბრობენ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში. ნარჩენების მართვის დეპარტამენტში ყურადღებას ჯანმრთელობასთან ერთად გარემოსთვის მიყენებულ ზიანზეც ამახვილებენ.

განსაკუთრებულად საშიშია პლასტმასის პატარა ბოთლები. კვლევამ აჩვენა, რომ მათში მოთავსებულ წყლის სინჯში 35 ათასამდე მავნე ნივთიერება აღმოჩნდა. საქართველოში ყველაზე ხშირად "PET" ნიშნით წარმოებული ბოთლი გამოიყენება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოთლი ერთჯერადია და მისი მრავალჯერ გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×