
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ გამოკვეთილია მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა.
"გამოკვეთილია მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა, ამას ვამტკიცებთ პირველ რიგში" -აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფებელია.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა
15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმკვლელობამდე ის „მწვანე სკოლაში" კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. მოზარდის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ჩვენების იძულებით მიღების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.