
რამდენიმე წუთის წინ, ჩუღურეთში ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, ლონდონის ბაღთან ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია. მსხვერპლი არ არის. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მგზავრს აღენიშნება მსუბუქი დაზიანება.
მაცხოვრებლების თქმით, ზუსტად ამ ადგილას თვეში რამდენი შემთხვევა ხდება, რადგან რომის ქუჩიდან ამომავალი მანქანა, ხშირად კარგად ვერ ხედავს ჯავახიშვილზე მომავალ ტრანსპორტს, ამას ემატება მძღოლთა გაუფრთხილებლობაც. მოსახლეობის თქმით, ისინი წლებია ითხოვენ ე.წ. სარკეების დაყენებას, თუმცა, მათ თხოვნას არავინ ითვალისწინებს.
წყარო: "ალია"
