რეზონანსი
11.01.2020

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედის ზარს იხსენებს და ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმეზე ემოციურად საუბრობს:

"ან კი ოდესმე შეიძლება დამავიწყდეს ან გამინელდეს მედიკოს სატელეფონო ზარი, მძინარემ რომ ვუპასუხე და ჩამესმა: - მარიამ მოდი, თემირლანი მოკვდა. აი ზუსტად ასე შემდეგ იქ გაქცევა, იქ ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი. გადმოვიტანეთ ცხედარი და გავყევი მანქანას ექსპერტიზის ბიუროსკენ. რამდენიმე წუთი მარტო აღმოვჩნდი და სხვათაშორის ცხოვრებაში პირველად ცხედართან. ყოველთვის მეშინოდა. აი მაშინ კი პირიქით, ვზრუნავდი და ვიცავდი მას. Maia Nikoleishvili არასდროს დავუვუწყებ იმ გულიან და ერთგულ მხარდაჭერას. ერთად ავედით, ხელით შეეხო ჯერ კიდევ ცოცხალს საავადმყოფოში, არ დაიზარა და სხეული დაუთვალიერა, მხარზე ნაკაწრია და რა არისო დეტალურად გამოიკვლია.. მეც მოვკიდე ხელი მაშინ, მოვკიდე და დიდხანს არ გავუშვი..თვალები დავხუჭე და გულში რაღაცეები ვუთხარი. შევპირდი. გავიდა კიდევ მესამე წელიც. როგორც ადრე ვთქვი კვლავ იგივეს გავიმეორებ, მხოლოდ დრო, დრო ამოხსნის ამოცანას.. სხვა ყველაფერი ფუჭია"- აცხადებს კუბლაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×