რეზონანსი
11.01.2020

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

აუდიტის დასკვნის გამოხმაურებისას გამყერელიძემ აღნიშნა, რომ და აღნიშნა, რომ C ჰეპატიტით დაინფიცირებული 127 ათასი ადამიანიდან 27 ათასი მკურნალობაზე უარს აცხადებს.

მისი თქმით, ხდება მედიკამენტების იმაზე დიდი რაოდენობით შესყიდვა, რაც ქვეყანას სჭირდება, რადგან ეს სტრატეგიული მარაგისთვისაა საჭირო.

"დღეს ანტისხეულდადებითი ჩვენ გამოვლენილი გვყავს უკვე 127 ათასი ადამიანი, მიუხედავად ჩვენი ძალიან ბევრი საუბრისა, თხოვნისა, 100 ათასი ადამიანი მივიდა მხოლოდ კონფირმაციის შემდგომ ეტაპზე, ანუ 27 ათას ადამიანამდე არ მისულა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რომ დავარწმუნოთ ეს 27 ათასი ადამიანი, იმიტომ, რომ მათ ჯერ სიმპტომები არ აქვთ, ისინი არიან სიმპტომებისაგან თავისუფალი ადამიანები, მხოლოდ სხეულში აქვთ ინფექცია C ჰეპატიტის. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ, დაახლოებით 200-300 დოზას გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატისა. იქიდან გვჭირდება წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს გაუვიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×