რეზონანსი
11.01.2020

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკის გამო მისთვის სასჯელის გადავადება აუცილებელია.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას. ამ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია ეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ასევე მისი უფრო გაუარესების სერიოზული რისკები არსებობს, მიზანშეწონილად, საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული მექანიზმი,"- განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×