რეზონანსი
11.01.2020

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა მგლოვიარე ოჯახს“, - დაწერა ჰასან რუჰანიმ „ტვიტერში.“

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კი უფრო ადრე აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი „ადამიანური გადაცდომაა“ და რომ ის „უნებლიედ“ მაშინ ჩამოაგდეს, როცა „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „სენსიტიურ ტერიტორიას“ მიუახლოვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×