რეზონანსი
11.01.2020

ქართველი, რომელმაც მეგობრების გამო იტალიაში 7- ვაგონიანი მატარებელი გააჩერა გიორგი რამაზაშვილია. 

როგორც აღმოჩნდა, პოეტი გიორგი რამაზაშვილი უკვე სამი წელია იტალიაში, ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ კასტელანეტაში ცხოვრობს და ძირითადად, თუშურ დიალექტზე წერს ლექსებს. ისტორიას თავად გიორგი იხსენებს:

„მატარებლის გაჩერებასთან დაკავშირებულ ისტორიაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. მეგობრები მყავდნენ სტუმრად ქალაქი ბარიდან. მოგეხსენებათ, ქართული სუფრის ადათ-წესები, მე, მით უმეტეს, ძალიან ძველი წესის მიმდევარი ვარ და შეზღუდული დროიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცადე ჩავტეულიყავი სადღეგრძელოებში. მოგეხსენებათ, ემიგრანტული ცხოვრებაც, სხვაზე ვართ დამოკიდებულები, არ გვაქვს ჩვენი სიამოვნების განვრცობის დრო და ასე შეგვაგვიანდა მატარებლების სადგურამდე მისვლა. 

ჩემი შემოქმედებითი საღამოს მხატვრული გაფორმების ორგანიზატორი ქალბატონი როზეტა კიტოვანი, ჩემი და პოეტი თენგო ხუციშვილის იგივე ქრისტეს მხედრის პროდიუსერი, სალომე მესაბლიშვილი, მეგობარი სოფო ორკოდაშვილი და ქალბატონი როზეტას ქალიშვილი, ელენე ალიმბარაშვილი იყვნენ სტუმრები. სწორედ ჩვენი ფოტოსესიის დროს დავინახეთ, რომ მოვიდა მატარებელი და ვიცოდით, რომ დაგვიანებული იყო, მაგრამ შევეცადე გაჩერებას და გამომივიდა. გავიქეცი და უკვე გასამგზავრებლად გამზადებულს დავაწიე სიტყვა, რომ შეჩერებულიყო და დაეცადა. მართლაც გააჩერა და დაგვიცადა. დამშვიდობებაც გვაცალა და რომ მივტრიალდით, მემანქანე, მგზავრებთან ერთად, სიყვარულით სავსე თვალებით გვიყურებდნენ.

რა თქმა უნდა ბოდიშიც მოვუხადეთ და მადლობაც გადავუხადეთ. მეგობრის გამო მატარებელს კი არა, სამყაროს შევაჩერებ, მინდა ვთხოვო ადამიანებს ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და დაფასება თორემ ასე არაფერი გამოვა, თუ ვაჟკაცობა ადამიანობა და ქართველობა დავკარგეთ“, -ამბობს გიორგი რამაზიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×