რეზონანსი
10.01.2020

(რეზონანსი) ვარკეთილში, „ანას ბაღის" დასაცავად გამართულ აქციაზე სულ 6 ადამიანია დაკავებული.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხივნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. აქედან ოთხი პირი საქალაქო სასმართლოში იმყოფება, ორი კი პოლიციის განყოფილებაში.

ვარკეთილში, „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. დილიდან აქ დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, დღის მეორე ნახევარში, აქციის მონაწილეებმა შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. მანამდე კი ანალოგიური შემთხვევა აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

პროტესტის მონაწილეები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. აქციაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილიც.

„ევროპული სამშენებლო კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ბენაშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია და კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×