რეზონანსი
10.01.2020

(რეზონანსი) სამართალდამცველებმა სვანეთის უბანში მდებარე ტაძრის მღვდელმსახურს, მამა გიორგის (ლაშა ჩიქოვანი) ბრალი წარუდგინეს.

სასულიერო პირს ყოფილი მეუღლის, ნინა ჩიქოვანის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ედება ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლით, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

მოქალაქე ნინა ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნინა ჩიქოვანი ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, მოქმედი სასულიერ პირი მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×