რეზონანსი
10.01.2020

(რეზონანსი) აფხაზმა აქტივისტებმა, რომლებიც გუშინ სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს.

„დაცვის სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ რამდენიმე ერთეული იარაღი მათ უკვე დაიბრუნეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დანარჩენი ნაწილის დაბრუნებაზე", - განაცხადა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციის შენობის ძალის გამოყენებით გათავისუფლება დღეს არ იგეგმება, თუმცა მომავალში ეს არაა გამორიცხული.

„ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებასა და მოლაპარაკებების შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა ახლო მომავალში გაიმართოს", - აღნიშნა კილბამ.

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დე ფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×