რეზონანსი
10.01.2020

(რეზონანსი) "ანას ბაღის" დასაცავად ვარკეთილში გამართულ აქციაზე პოლიციელებმა 4 პირი დაკაავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცავები მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

როგორც "ანას ბაღის" გადასარჩენად ორგანიზებული ჯგუფი ფეისბუქზე წერს, კერძო დაცვის 50-მდე თანამშრომელმა "ანას ბაღის" მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის შესასვლელიდან ძალით გაიყავანა თეთრი მიკროავტობუსი და სამშენებლო ტრაქტორ მისცა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება.

ამის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის ხელშეშლა სცადეს, რაც პოლიციასთან დაპირისპირებასი გადაიზარდა.

"როგორც ჩანს, გზას უმზადებენ მიწისმთხრელს. ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! მოგმართავთ მთელს ვარკეთილს, მთელს თბილისს, ამ ბრძოლის დათმობა არაფრით არ შეიძლება. ქალაქის ხელისუფალთ და ფულის ტომრებიან მოძალადე ბიზნესმენებს ვანახოთ ვისია ეს ქალაქი", - წერს საორგანიზაციო ჯგუფი ფეისბუკზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×