
(რეზონანსი) როგორ უნდა გამომუშავდეს იმუნიტეტი, რა რეკონედაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ზაფხულში და სად ჯობს დასვენება. ამ და სხვა საინტერესეო თემებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ყარამან ფაღავამ ისაუბრა.
„რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიყავი, ჩვენი შედეგები მოვახსენე კუჭ-ნაწლავის ბაქტერიოფაგოთერაპიის შესახებ და დიდი ოვაციები გამოიწვია ამან. აღსანიშნავია ნევროზის საკითხიც, იმატა არასწორი ქცევით განპირობებულმა დაავადებებმა. ნამეტან სტერილურ გარემოში ვზრდით მშობლები ბავშვებს, უნდა გავარჯიშდეს ბავშვის ორგანიზმი. არიქა, ცხოველთან კონტაქტი საშიშია. არადა ისტორიულად ადამიანი ყოველთვის კონტაქტში იყო ცხოველთან. ეხლა კი ორგანიზმის იმუნური სისტემა გახდა სამიზნის გარეშე.
სწორედ ეს არის ავტოიმუინური დაავადებების მიზეზი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭიებიც კი პერიოდულად ესაჭიროება ორგანიზმს. აღარ ვსაუბრობ აგრესიაზე, დეპრესიაზე, ეს ხომ საშინელებაა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დანას უყრიან. ამისი მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდები ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას. აუცილებელია სპორტით დაკავება. აგრესიაზე და დეპრესიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბიჭების მშობლებს რჩევა მინდა მივცე. ბიჭებმა შეიძლება იჩხუბონ, არაფერი დაშავდება. შეიძლება შენზე ღონიერმა 20-ჯერ დაგარტყას, მაგრამ ერთხელ თუ უპასუხე, ეს არაფერი, მაგრამ თუ ერთხელ დაგარტყეს და შენ ხელები დაუშვი, ე.ი. ფსიქოლოგიურად გატეხილი ხარ. როგორ შეიძლება ახალგაზრდა თავს იკლავდეს, როდესაც ის წინ უნდა მიდიოდეს და მიზნები უნდა ჰქონდეს.
როდესაც დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მართალია, გვინდა რომ ერი გამრავლდეს, მაგრამ მხოლოდ გამრავლება არ არის, კულტურული კოდიც არის საჭირო. დიახ, გლობალიზაციაში ყველაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ქართველი ახალგაზრდა უნდა ატარებდეს კულტურულ კოდს. ზაფხულიმოდის, ბავშვები სოფლებში გაუშვით, ქართულ ენას ისწავლიან. მეტიაცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი".