რეზონანსი
10.01.2020

(რეზონანსი) გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

„ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით," - აღნიშნა პაატა იმნაძემ „პირველ არხთან".

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების ყოველკვირეულ სტატისტიკურ მონაცემებს ორშაბათობით აქვეყნებს. პირველი არხის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ახალმა სტატისტიკურმა მონაცემმა, რომელიც 13 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს, დღის წესრიგში დააყენოს სკოლებისა და ბაღებისთვის სწავლის დაწყების გადადების რეკომენდაციის გაცემა, პაატა იმნაძე ამბობს, რომ არაფერი შეიცვლება და მსგავსი რეკომენდაციის გაცემის საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ძირითადად ბე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის გართულების შემთხვევები ნაკლებია.

სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×