რეზონანსი
10.01.2020

90 წლის ასაკში თვითნასწავლი მხატვარი, ელენე ლუხუტაშვილი გარდაიცვალა. მარტოხელა ხელოვანი თელავიდან ბოლო წლებში საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში მან არა ერთი მაღალი მხატვრული ღირებულების ნამუშევარი შექმნა.

„საქართველომ მეორედ დაკარგა ფიროსმანი! ტრაგედია, რომელიც ვერავინ გაიგო... ბრავო ელენიკო, ბრავო“, - წერს გვერდი „ლეღვა“.

„90 წელი ოჯახის გარეშე და შედევრები, რომელიც შვილებად აღიარა... ის XXI საუკუნის ფიროსმანია. თვითნასწავლი შემოქმედი, რომელმაც მოსწავლეებს ასწავლა, როგორ შექმნან ხელოვნების დაუვიწყარი ნიმუშები“, - წერენ ელენე ლუხუტაშვილზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×