რეზონანსი
09.01.2020

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ რუსული მედია დე ფაქტო პარლამენტის წევრ ლეონიდ ჭამაღუაზე დაყრდნობით წერს. ხაჯიმბამ ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან შემდგარ ხუთკაციან ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

2020 წლის 9 იანვარს სოხუმში, ოპოზიციის მომხრეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×