რეზონანსი
09.01.2020

ამ წუთებში ვრცელდება ვერსია, რომელიც ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ამერიკული მედიის ცნობით, უკრაინული ბოინგი თეირანთან ახლოს ირანმა ჩამოაგდო, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ რაკეტა ლაინერს არა გამიზნულად, არამედ შემთხვევით მოხვდა.

პენტაგონში ოფიციალური კომენტარი ამ ვერსიაზე ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

8 იანვარს უკრაინული ავიახაზების ბოინგი თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან 3 წუთში ჩამოვარდა. მომხდარს 176 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×