რეზონანსი
09.01.2020

24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული მეორე პირი - ვახტანგ ბურძენიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ის მკვლელობის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა.

დაკავებულიის ადვოკატის თქმით, ბრალდებული წარდგენილ დანაშაულს არ აღიარებს:

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მიმალული იყო, არ შეესაბამება სინამდვილეს, ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იყო და კატეგორიულად გამორიცხავს ბრალად შერაცხულ ქმედებაში მის მონაწილეობას", - განაცხადა გოგინავამ.

ადვოკატის თქმით, დაკავებულს ივანიშვილთან ნათესაური კავშირი არ აქვს:

"არ წარმოადგენს ის არც ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, ის ჩვენსავით რიგითი მოკვდავი ადამიანია და მზად ვართ პასუხი ვაგოთ, თუკი, ამას არსებითი საქმის განმხილველი მოსამართლე დაინახავს", -განაცხადა გოგინავამ.

პროკურატურა ვარკეთილში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოზე" მომხდარის შედეგად, გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული მეორე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. საბოლოოდ, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×