რეზონანსი
09.01.2020

(რეზონანსი) თელავის უნივერსიტეტის პროფესორს, თენგიზ სიმაშვილს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ.

სიმაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელი „ქართული ოცნების" აქტივისტი გოჩა გოდერძიშვილია. სიმაშვილი ამბობს, რომ თავდასხმას წინ მუქარა უძღოდა, რომელიც მას მეგობრის პირით შეუთვალეს.

„არ ვიცი, იარაღი ჰქონდა თუ არა. მემუქრებოდა, ტრუპი ხარო. ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოგვიხდა. ეს ადამიანი თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკიშვილის ახლობელია. ჩვენ ახლა შევიტანეთ მოთხოვნა რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნაზე. ნარეკლიშვილს ეს არ სურს. პასუხისმგებლობას მერს ვაკისრებ",- განაცხადა სიმაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი უარყოფს უნივერსიტეტის პროფესორის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ თენგიზ სიმაშვილზე განხორციელებული თავდასხმის უკან ის დგას.

„ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მაქვს. გოჩა გოდერძიშვილი ოცნების აქტივისტი არ არის და არც ჩემი ნათესავია. სიმაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და სისულელეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა სატელეფონო საუბარში ნარეკლიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ამჟამად სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე სიმაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის პროკურატურას მიმართავდა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე, ცემის მუხლით აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×