რეზონანსი
09.01.2020

(რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. ადმინისტრაციის შენობა დატოვა და ე.წ. სახელმწიფო აგარაკზე იმყოფება. ამის შესახებ საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა, ახრა ავიძბამ განაცხადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრები, რომლებიც ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის სამუშაო ოთახთან იმყოფებიან, დე ფაქტო პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე კომენტარს არ აკეთებენ.

რაულ ხაჯიმბას კაბინეტთან დაცვა დააყენეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაჯიმბამ ე.წ. ადმინისტრაცია სამხედროების დახმარებით დატოვა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვს. დემონსტრანტები რაულ ხაჯიმბას დაპირებების შეუსრულებლობაში და ფულის ფლანგვაში ადანაშაულებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×