რეზონანსი
09.01.2020

(რეზონანსი) ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე, ანა ჯაბაური ავრცელებს. მეუღლის ინფორმაცით, გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ჯერ კიდევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია.

"მდგომარეობა არის ძველებური. დიდი სიახლე არ მაქვს ჩამოტანილი. ვნახე ცოტნე, არის ისევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ და ექიმების რეკომენდაციით, კიდევ ალბათ ერთი-ორი კვირა არ გააღვიძებენ. მიიჩნევენ, რომ ასეა საჭირო. ასევე დამიდასტურეს, რომ ცოტნეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა არის სტაბილური, არის ძალიან კარგ საავადმყოფოში, კარგი კლინიკაა და არ აკლია მოვლა და ყურადღება," - აცხადებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ საზღვარგარეთ გადაიყვანეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×