რეზონანსი
09.01.2020

(რეზონანსი) ავიაკატასტროფის ადგილთან ახლოს რუსული რაკეტის ნაწილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას OSINT-ის ექსპერტების მიერ დადებული დასკვნის საფუძველზე defence-blog ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სწორედ Tor-M1 ტიპის რუსული წარმოების რაკეტა გახდა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი.

აღნიშნული ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი ამ დასკვნამდე ჩამოგდებული თვითმფრინავის ნაწილების შესწავლის შემდეგ მივიდნენ. როგორც ირკვევა, თვითმფრინავის კორპუსს ეტყობა რაკეტის კვალი. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ OSINT-ის ექსპერტები.

იგივე ეჭვს გამოთქვამდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×