რეზონანსი
09.01.2020

(რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში ოპოზიციის მომხრეები შეიჭრნენ- დარბეულია კაბინეტები და შენობაში არსებული ინვენტარი. ამის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება ფეისბუქზე ერთ-ერთი აფხაზი აქტივისტის მიერ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მთავრობის მომხრეებს, პოლიციასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეტაკება მოხდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელმაც არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი არჩენების დანიშვნის საკითხი უნდა განიხილოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×