
დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ გაიხსენა ცოტა ხნის წინ მომხდარი დიდი ტრაგედია, რომელიც კახეთში ერთ-ერთ ოჯახს დაატყდა თავს:
"ძალიან ცუდი რამ მოხდა ცოტა ხნის წინ კახეთის ერთ-ერთ სოფელში. დედას შეეშალა და ღუნელში ნავთის მაგიერ ბენზინი შეასხა. ცხრა წლის ბიჭი ადგილზე დაიწვა. დედა ჩვენს რეანიმაციაში გარდაიცვალა, სასუნთქი გზების 85 პროცენტი დამწვრობა ჰქონდა და ვერ გადავარჩინეთ... 6 წლისა გოგონა გადარჩა. ძალიან რთული იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა,რადგან დამწვრობა ფსიქიკაზე მოქმედებს ძალიან, განსაკუთრებულად ბავშვებში.
დამწვრობა გაივლის, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა დიდხანს მიჰყვებათ ბავშვებს. ორი დღე გოგონა ხმას არ იღებდა, ფსიქოლოგები მუშაობდნენ მასთან და წარმოუდგენელი შრომა გაწიეს. ბავშვი მუდმივად ხატავდა, რამდენიმე ნახატი მეც მაჩუქა და კაბინეტში მაქვს.
ხატავდა სახლს საიდანაც კვამლი ამოდიოდა, ოღონდ ეს არ იყო ხანძრის კვამლი. უამრავი ტრაგედიიის მონაწილე ვარ, მაგრამ ამ ბავშვის სულისშემძვრელი ნახატები არასოდეს დამავიწყდება..." - განუცხადა "ამბებს" ქაშიბაძემ.