რეზონანსი
09.01.2020

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის  ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,  გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და გადაწყვეტილებები სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„კიდევ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. მდგომარეობა არ გახლავთ ისეთი, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს ან არდადეგები გახანგრძლივდეს. დავაკვირდეთ მიმდინარეობას. გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ბაღებსაც ეხება ეს და სკოლებსაც.

ბაღებთან მიმართებით, ჩვენ უკეთესად ვართ დაცულნი, რადგანაც წელს ბაგა-ბაღის დაახლოებით 14 ათასამდე აღმზრდელი აიცრა და ნაკლებია ბავშვებისთვის ინფექციის ბაგა-ბაღებში მიტანის შანსი“, – განაცხადა  გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×