რეზონანსი
09.01.2020

(რეზონანსი) ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის საბურავები ექნება, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. შეზღუდვა 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, შალვა ურიადმყოფელმა განუცხადა.

„პირველი აპრილიდან შეზღუდვები ვრცელდება საბურავებთან დაკავშირებით. საბურავებს აქვს თავისი ვადა, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბურავები ინსპექტირებაზე უნდა იყოს 10 წელზე ნაკლების. 10 წელზე მეტი ხნის მქონე საბურავები ასევე დაექვემდებარება დახარვეზებას. შესაბამისად, ის ავტომობილები, რომელთა საბურავებსაც ხანდაზმულობის ვადა გასული ექნება, ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან", - აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან შალვა ურიადმყოფელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×