რეზონანსი
09.01.2020

(რეზონანსი) თბილისში, გერმანულ კლინიკაში 28 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა, ამასთან, მდგომარეობის დამძიმება პაციენტის ქრონიკულმა დაავადებამ გამოიწვია, - ამის შესახებ კლინკის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მათთან გორის ჰოსპიტალიდან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

გორის ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ქალი ხუთი დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა, აღენიშნებოდა ცხელების ეპიზოდებიც და სახლის პირობებში, საკუთარი ინიციატივით იღებდა ანტიბიოიტიკებს.

თუმცა, ჰქონდა თუ არა პაციენტს გრიპის ვირუსი, კლინიკაში ვერ საუბრობენ, რადგან, მათი თქმით, ოჯახის წევრებმა დიაგნოსტიკის მიზნით ანალიზების აღებაზე უარი თქვეს.

„პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში 6 რიცხვში გორის ჰოსპიტალიდან უმძიმეს მდგომარეობაში, სუნთქვის მწვავე დიაგნოზით. ეს არ იყო ვირუსული ინფექციით გამოწვეული გარდაცვალება. მცირე დრო დაჰყო კლინიკაში. არსებობს ვარაუდი, რომ არის რაღაც დაავადება, რომელიც ქრონიკულად იყო შეფასებული. დრო არ იყო საკმარისი, რომ განგვესაზღვრა კონკრეტული მიზეზი", - განაცხადა გერმანული ჰოსპიტალის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ლორიამ.

მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების ოფიციალურად დადასტურებული ორ შემთხვევაა დაფიქსირბული.

როგორც აღინიშნა, ორივე შემთხვევაში პაციენტებმა კლინიკებს დაგვიანებით მიმართეს. დაავადებათა ცენტრის ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილს ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×