რეზონანსი
09.01.2020

გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვეღარ გაივლიან ტექდათვალიერებას ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ეხმაურება.

მისი ინფორმაციით, პირველი აპრილის შემდეგ საჭის გადატანა ოფიციალურადაც აღარ იქნება შესაძლებელი, თუმცა უკვე მოძრავი მარჯვენასაჭიანი მანქანები ტექდათვალიერებას ჩვეულებრივ გაივლიან.

"მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არაფერი არ ემუქრება!!!

ამ ბოლო დროს გავრცელდა ამბავი თითქოსდა პირველი აპრილიდან მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ვეღარ გაივლიდნენ ტექდათვალიერებას.

ინფორმაცია არასწორად იქნა აღქმული. პირიქით, თუ ჯერ არ გადაგიტანიათ საჭე, ჯობია დატოვეთ მარჯვნივ, ვინაიდან ქარხნული ინსტალაცია გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე მოდიფიცირებული.

სწორი ინფორმაცია კი ის გახლავთ, რომ პირველი აპრილის შემდეგ საჭის გადატანა ოფიციალურადაც აღარ შეგეძლებათ – ანუ ყველა ავტომობილი უნდა დარჩეს საჭის იმ მდებარეობით როგორიც იქნება იმ მომენტისთვის (მარჯვენა იქნება ეს მარცხენა თუ შუა)", - წერს მევლუდ მელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×