რეზონანსი
09.01.2020

საქართველოს მთავრობა დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც დღის წესრიგის მიხედვით, პირველი განსახილველი საკითხი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების მოშლა იქნება.

კერძოდ, მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საკითხი შეტანილია სახელწოდებით – საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის შესახებ“.

საკითხზე მომხსენებელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×