რეზონანსი
08.01.2020

რა შემთხვევაში რთულდება ვირუსი, რომელიც საქართველოში ცირკულირებს - ყველაზე დიდია რისკი, როდესაც გრიპს ქრონიკული დაავადება ერთვის, ან მისი მკურნალობა გვიანდება.

მიმდინარე სეზონის გრიპის ვირუსის სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვლილია ორი პაციენტი, რომელთა შემთხვევებიც ლაბორატორიულად დადასტურდა. ორივე გარდაცვლილის შემთხვევაში დაგვიანებული მკურნალობა და გრიპის პარალელურად სხვა ქრონიკული დაავადებებიც დაფიქსირდა. გრიპის ვირუსის გავრცელება კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მზარდი არ არის. სტატისტიკა შემცირებულია, როგორც გასულ კვირასთან, ასევე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც.

მიუხედავად მიმართვიანობის შემცირებისა, კლინიკებში მაინც რჩებიან გრიპის ვირუსის დიაგნოზით პაციენტები. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები, მოხუცები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

მაღალი ტემპერატურის, თავის ძლიერი ტკივილის, პირღებინებისა და ზოგადი სისუსტის შემთხვევაში, მედიკოსები პაციენტებს ურჩევენ დროულად მიმართონ ექიმს, დაგვიანებული მკურნალობისას გრიპის ვირუსის შემთხვევაში, ხშირია ანთებითი პროცესები და სხვა უფრო მძიმე შედეგები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×