რეზონანსი
08.01.2020

იაპონელი სატოში იუმაცუ 19 შშმ პირის მკვლელობას აღიარებს. როგორც BBC წერს, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ის 2016 წელს შშმ პირების თავშესაფარში ფანჯრიდან შეიპარა და 19 პაციენტი მოკლა, 25-ს კი ჭრილობები მიაყენა. სატოში იუმაცუ დანაშაულს აღიარებს თუმცა თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ შშმ პირები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და ისინი ამ მოტივით დახოცა.

სასამართლო განაჩენს მარტში გამოიტანს. თუ იუმაცუ დამნაშავედ ცნეს, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×