რეზონანსი
08.01.2020

თბილისში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით 28 წლის გორელი გოგო გარდაიცვალა. დაღუპული გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თავდაპირველად მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი 6 იანვარს შეიყვანეს. მათი განმარტებით ახალგაზრდა ქალს მზარდი სუნთქვის უკმარისობა არენიშნებოდა. ექიმი აცხადებს, რომ დაღუპულის ახლობლების თქმით, იგი 5 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა.

"6-იანვარს სასწრაფო დახმარების მიერ, შემოყვანილი იქნა 28 წლის ქალბატონი. მა მზარდი სუნთქვის უკმარისობა არენიშნებოდა. ახლობლების გადმოცემით პაციენტი 5 დღის განმავლობაში ბინაზე მკურნალობა. შემოსვლისთანავე იგი გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე." - აცხადებს ექიმი.

წყარო: "ნიუ პოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×