
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ საგანგებო განცხადებას ამ წუთებში აკეთებს. ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, მისი თქმით, აღნიშნული სანქციები მკვეთრად შეცვლის ირანის მოქმედებების პოლიტიკას.
"ირანს არასდროს მივცემთ უფლებას ქონდეს ბირთვული იარაღი. ამერიკელი ხალხი არის ბედნიერი. არც ერთი ჯარისკაცი არ დაზიანებულა ირანის იერიშის შედეგად. ძლიერი ამერიკული სამხედრო ძალები მზადაა ყველაფრისთვის და ცვენ გავცემთ პოასუხს ირანს რაც იქნება კჯარგი მთელი მსოფლიოსთვის. მიზეზი რის გამოც მცირე დანაკარგი მივიღეთ იყო, ძალიან კარგად გამართული გაფრთხილების სისტემა. ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნის გაგრძელება მსოფლკიოს უქმნის საფრთხეს. ჩემი გადაწყვეტილებით გენერალი სულეიმანი იყო პასუხისმგებელი სასტიკ დანაშაულებზე, იგი მონაწილეობდა საავიაციო შეტევებზე, რის შედეგადაც უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა, სწორედ ისი იყო მთავარი პერსონა, რომელმაც მოახდინა აშშ-ს საელჩოზე იერიშის მიტანა ჩვენ ის შევაჩერე. მისი ხელები იყო სისხლში გასვრილი და მისი ლიკვიდაცია ადრეც უნდა მომხდარიყო. აშშ- უწესებს ეკონომიკურ სანქციებს ირანს, რომელიც მკვეთრად შეცვლის მისი მოქმედებების პოლიტიკას. ირანის სამხედრო აგრესია გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბირთვულ შეთანხმებას. მან შექმნა და იგი პასუხისმგებელია იმ ჯოჯოხეთზე, რაც ხდება იემენში, ერაყში და სხვა ქვეყნებში. მოვიდა დრო, რომ, გაერთიანებულმა სამეფომ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა უარი თქვან ბირთვულ შეთანხმებაზე, ეს მსოფლიოს უფრო მშვიდობიანს " - აცხადებს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არ სურს, თუმცა ერაყში სამხედრო ბაზებზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა და ბაზებმა მინიმალური ზარალი განიცადეს. პრეზიდენტის თქმით, ირანმა უკან დახევა გადაწყვიტა, რაც მთელი მსოფლიოსთვის ძალიან კარგია.