თამთა ჩაჩანიძე
08.01.2020

 ამერიკელი ექსპერტები ტრამპის შესაძლო რეაქციაზე ალაპარაკდნენ, რითაც მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდა თუ რა რეაქცია ექნება აშშ-ს პრეზიდენტს ირანის მიერ ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო თავდასხმაზე. ამერიკის პრეზიდენტმა სულ რამდენიმე წუთის წინ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არ სურს, მაგრამ თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს.  

CNN- ის ექსპერტების აზრით, აშშ-ს ლიდერს შეუძლია შეასრულოს დანაპირები და ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციისკენ გადადგას. ტელეარხის ეთერში ითქვა, რომ თეირანის შეტევამდე ტრამპი ირანს სერიოზულ საპასუხო ზომებს დაჰპირდა, იმ შემთხვევაში თუ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმის ლიდერის, გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას გამოეხმაურებოდა.

ამავე დროს, ჟურნალისტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა ირანის ქმედებები მიიღოს, როგორც სამართლიანი რეაქცია გენერლის მკვლელობაზე.

CNN- ის წყაროები ასევე ამბობენ, რომ ტრამპი შურისძიებით უკვე დაიმუქრა და თუ ის აშშ-ს ბაზებზე თავდასხმას უგულებელყოფს, მსოფლიოს თვალში სუსტ პერსონად იქცევა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ საგანგებო განცხადებას სწორედ ამ წუთებში აკეთებს. ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, მისი თქმით, აღნიშნული სანქციები მკვეთრად შეცვლის ირანის მოქმედებების პოლიტიკას.

"აშშ- უწესებს ეკონომიკურ სანქციებს ირანს, რომელიც მკვეთრად შეცვლის მისი მოქმედებების პოლიტიკას. ირანის სამხედრო აგრესია გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბირთვულ შეთანხმებას. მან შექმნა და იგი პასუხისმგებელია იმ ჯოჯოხეთზე, რაც ხდება იემენში, ერაყში და სხვა ქვეყნებში. მოვიდა დრო, რომ, გაერთიანებულმა სამეფომ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა უარი თქვან ბირთვულ შეთანხმებაზე, ეს მსოფლიოს უფრო მშვიდობიანს გახდის" - განაცახდა დონალდ ტრამპმა.

იქვე აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არ სურს, თუმცა ერაყში სამხედრო ბაზებზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. 

ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა და ბაზებმა მინიმალური ზარალი განიცადეს. პრეზიდენტის თქმით, ირანმა უკან დახევა გადაწყვიტა, რაც მთელი მსოფლიოსთვის ძალიან კარგია. 

8 იანვრის ღამეს, ირანმა ერაყში აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. რომელიც ბაღდადში გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის პასუხი იყო.

გენერალი სოლეიმანი აშშ-ის საავიაციო დარტყმის შედეგად 3 იანვარს იქნა მოკლული, 6 იანვარს კი თეირანის ქუჩებში ასიათასობით მგლოვიარე ირანის სამხედრო ლიდერის მკვლელობის შურისძიებით და მუქარით გამოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×