რეზონანსი
08.01.2020

80 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა 20 წლის ახალ­გაზ­რდამ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. სას­ტი­კი შემ­თხვე­ვა პირ­ველ იან­ვარს, სო­ფელ თხილ­ნარ­ში მოხ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა და­ვით მა­მა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ მე­ლე­ქე­დურ­ში მცხოვ­რებ­მა ზვი­ად დო­ლი­ძემ ახა­ლი წლის ღა­მეს მე­ზობ­ლის ეზო­დან ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ი­პა­რა, ბი­ძას "აკუ­მუ­ლა­ტო­რი" მოპა­რა და ავ­ტო­მო­ბი­ლის ნა­წი­ლე­ბის გა­სა­ღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა მე­გობ­რებს სთხო­ვა.

მას შემ­დეგ რაც მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბი გა­ყი­და, დო­ლი­ძე გვი­ან ღა­მით სა­კუ­თა­რი ბე­ბი­ის სო­ფელ­ში მი­ვი­და, სა­დაც მე­ზობ­ლის - 80 წლის იზოლ­და ხე­ლა­ძის სახ­ლში შე­ვი­და, მო­ხუ­ცი ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, შემ­დეგ კი მოკ­ლა.

"ამ­ბობს, რომ მან მოკ­ლა ქალ­ბა­ტო­ნი და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა კი­დეც. თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ იგი მა­რი­ხუ­ა­ნის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ კო­მა­ში იყო მა­რი­ხუ­ა­ნის ზედ­მე­ტი მოხ­მა­რე­ბის გამო, ეჭვქვეშ დგას მისი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი.

სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი მოხ­და და ამ საქ­მე­ში დამ­ნა­შა­ვე ვართ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოთხი­ვე შტო, მათ შო­რის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დას უწე­ვენ მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზე­ბას, გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას, სა­ში­ნე­ლე­ბაა" - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი და­ვით მა­მა­ლა­ძე.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×