რეზონანსი
08.01.2020

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზადაა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს.

„ნინო ლომჯარია დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება, თუმცა შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით", - განაცხადეს სახალხო დამცველის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს, იქამდე კი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×