რეზონანსი
08.01.2020

ირანში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„უკრაინული სამგზავრო ლაინერის ირანში ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის პრობლემები გახდა და არა ტერორიზმი", - განაცხადეს საელჩოში.

შეგახსენებთ, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×