რეზონანსი
07.01.2020

ბერა ივანიშვილმა, რომელმაც ამასწინათ ხანძრისგან გაჩანაგებული ამაზონის ტყეების საშველად სოლიდური თანხა გაიღო, საჯაროდ პირველად დააფიქსირა... ქართულ ფეხბურთში მოსვლის სურვილი:

"დროა, საქართველოსაც ჰყავდეს ძლიერი კლუბი, რომელიც სხვადასხვა ტურნირებზე თავის სიტყვას იტყვის... ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ კლუბს ვიყიდი და მსოფლიოში საუკეთესო კლუბად ვაქცევ. ასევე, მსურს ბევრმა ბიზნესმენმა რამდენიმე კლუბი იყიდოს და ასე საქართველოს ჩემპიონატი უფრო წინ წაიწევს, ასევე, ეროვნული ნაკრებიც და ჩვენ ყველა დაგვაფასებს ფეხბურთში", - განუცხადა ჟურნალ "სარკეს" ბერამ.

დღეს ქართულ ფეხბურთში მიზერულია კერძო ინვესტიცია და სურვილი, რომელიც ბერა ივანიშვილს გაუჩნდა, მით უმეტეს, თუკი ეს სურვილი რეალობად იქცევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×