ირანის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე, ამერიკისთვის საპასუხო შურისძიების 13 ვარიანტი შეიმუშავა, ამის შესახებ სამშაბათს ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა განაცხადა.
„ამ დროისთვის უშიშროების საბჭოში, შურისძიების 13 ვარიანტია წარდგენილი", - განუცხადა ალი შამხანმა ირანულ სააგენტო „ფარსის".
მისივე შეფასებით, ამ ვარიანტებიდან ნებისმიერი ერთის განხორციელება ამერიკისთვის „ისტორიული კოშმარი" იქნება.
მანამდე ირანის პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელშიც აშშ-ის არმია და პენტაგონი ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარა.
3 იანვრის ღამეს, ბაღდადზე აშშ-ს საჰაერო თავდასხმისას, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ ოპერაციების ორგანიზება ევალეებოდა.
სოლეიმანი ხელმძღვანლობდა ელიტურ ქვედანაყოფ „ალ-ქუდსის" და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს", რომელიც შეერთებულმა შტატებმა ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარა.
პენტაგონმა განაცხადა, რომ თავდასხმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იქნა სანქცირებული,რომ " საზღვარგარეთ აშშ-ს პერსონალი დაიცვას", გაერომ ირანისა და შეერთებული შტატების ლიდერებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მუწოდა, ხოლო შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წევრებმა დონალდ ტრამპს მოუწოდეს, რომ სოლეიმანის მკვლელობის საფუძველი დაასაბუთოს.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა პირობა დადო, რომ ამერიკული მხარის ქმედებებს მკაცრად უპასუხებს.