რეზონანსი
07.01.2020

(რეზონანსი) პროკურორი დავით გუმბერიძიე აცვხადებს, რომ ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში ჩატარდა 60-მდე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

"ყველა პირის მოქმედება დეტალურად იქნება შესწავლილი და ძალიან მალე დაზარალებული ოჯახი საგამოძიებო ორგანოდან მიიღებს პასუხს კონკრეტულად ამ საქმესთან მიმართებაში. გარდაცვლილის ძმა გუშინ ვცანით დაზარალებულად. კონკრეტულად წარდგენილ ბრალდებაში, რომელზეც დაკავებულს ბრალი წარვუდგინეთ, სწორედ მასზე განხორციელებული ცემა და ძალადობაც იქნა გათვალისწინებული და ამ კუთხითაც ბრალდება დამძიმდა ბრალდებულის მიმართ. რაც შეეხება მეორე პირს, რა თქმა უნდა, გამოძიება შეაფასებს და სრულყოფილი გამოძიება ამ პირთან მიმართებაში ძალიან მალე ჩატარდება. გამოძიება აქტიურ ფაზაშია, ამიტომ დაელოდეთ ჩვენგან შესაბამის განმარტებებს ძალიან მალე", - განაცხადა პროკურორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×