რეზონანსი
07.01.2020

(რეზონანსი) მეუფე ანდრია, კომენტარს აკეთებს დეკანოზი მამალაძის არ შეწყალებასთან დაკავშირებით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან :

"მინდა გითხრათ რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მიმართა პრეზიდენტს და პირველი ინიციატორი ამისა იყო კთოლიკოს-პატრიარქი, მან დააყენა ეს საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე.

პირადად მე ველოდი, რომ მოხდებოდა შეწყალება, პრეზიდენტის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი და კომენტარსაც ვერ გავაკეთებ იმ არგუმენტებზე, რომელიც მან გააჟღერა, იმიტომ რომ მან იცის ამის თაობაზე.

დანარჩენი, ამის ირგვლი ატეხილი აჟიოტაჟი და გამოთქმული აზრები, რა გითხრათ, მეჩვენება ზოგიერთი ადამიანის ტვინის ნაჟურად, არ მიკვირს ოჯახისაგან, მათ გული დასწყდათ და მოლოდინი გაუცუდდათ, მაგრამ მე მჯერა, რომ მომავალ ქრისტეშობას მამა გიორგი შეხვდება თავის ოჯახს.

ამის იმედს იმედი მაძლევს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×