რეზონანსი
07.01.2020

რამდენიმე წლიანი ტრადიციის შემდეგ, წელს პირველად, შობის ლიტანიობის ღამეს, თამრიკო ჭოხოლიძეს, მარიამ როინიშვილსა და ელენე მახარაძეს სამების საკათედრო ტაძარში კახიძის საშობაო საგალობელი არ უგალობიათ. როგორც მომღერალი მიიჩნევს, ეს ერთგვარი ცვლილება შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ მიზეზით, რომ მან 17 მაისის - ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში (რომელიც საპატრიარქოსთან არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „დავითიანმა“ გამართა) მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. 

„წელს არ გვიგალობია და გაკვირვებული ვარ, რადგან ეს 17 მაისის კონცერტში მონაწილეობაზე უარის გამოა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მიუხედავად მათი ორიენტაციისა, მე მხარი არ დავუჭირე ამ ადამიანების ჩაქოლვას და დაპირისპირებას. მე არ მინდოდა დაპირისპირებაში თუნდაც ერთ-ერთი მხარე ვყოფილიყავი. ჩემთვის ძალიან დიდი ტაძარი ჩემი ოჯახია. გუშინ სახლში, შობის ღამეს,  ჩვენ სამივემ ძალიან ლამაზად ვიგალობეთ. შობას სახლში ვხვდებოდით ყოველთვის, გალობა ეპისტოლეს წაკითხვამდეა. ჩვენ თუ ტაძარში არ გვიგალობია, ამით განსაკუთრებული არაფერი მოხდარა. მინდა ეს ხალხმა განსაჯოს“, - განაცხადა ჭოხონელიძემ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×