რეზონანსი
07.01.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლო კვირიდან კლინიკებში გრიპის ვირუსით მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს.

აღნიშნულის გამო ხომ არ გადაიწევს სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენს, რომ ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოსპიტალიზაციისა და გართულებული შემთხვევების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებულია.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი და მეტი, საერთო სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი და საკვებზე უარის თქმა.

mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×