რეზონანსი
06.01.2020

საზარელი მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში - 80 წლის იზოლდა ხელაძის განზრახ მკვლელობასა და ავტომობილის ქურდობასთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი 20 წლის ზური დოლიძეს წარუდგინა.

პროკურორის თქმით, ზური დოლიძემ დანაშაული აღიარა და ასევე განაცხადა, რომ 80 წლის ქალი გააუპატიურა.

პროკურორი არ გამორიცხავს რომ ახალგაზრდას ბრალი დაუმძიმდეს.

ბრალდების მხარის თქმით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ხანდაზმული ქალი დანაშაულის გადაადგილების მიზნით მოკლა, ხელაძის სახლიდან მობილური ტელეფონიც მოიპარა და ავტომობილი გაიტაცა.

მომდევნო სხდომა 13 თებერვალს გაიმართება.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×