რეზონანსი
06.01.2020

ზურა ყიფშიძე საუბრობს ცხოვრებაზე, იხსენებს როგორ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი და ამბობს, რომ ადამიანები ხშირად ზედმეტად იხარჯებიან იმაზე, რაც მნიშვნელოვანი სულაც არ არის.

"მე დიდი მექალთანე არასოდეს ვყოფილვარ. მარტო ადამიანზე არ ვამბობ, ნივთზეც ვამბობ, თუ ვინმე მივიღე, მასთან რაღაც დამოკიდებულება მიჩნდება, მიყვარდება და იმასთან განშორება ცოტა რთულია. ხალხო, ტყუილად ხდება უამრავი რამ - მე პოლიტიკას და უამრავ სხვა რამეს ვგულისხმობ. მოკლედ, ძალიან ბევრს ვფახაფუხრობთ. 4-ჯერ კლინიკური სიკვდილი გამოვიარე, სადღაც გვირაბშიც ვიყავი, საშიში არაფერი იყო. 

ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს ხორციელი ტკივილები. ამიტომ მე ყველას პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებდი", - ამბობს ზურა ყიფშიძე.

digest.pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×