რეზონანსი
06.01.2020

რამდენიმე დღეა ბაკურიანში წყლის დეფიციტია და სასტუმროების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. ბორჯომი მერი, ლევან ლიპარტია კი ამბობს, რომ ბაკურიანში წყლის დეფიციტი დამსვენებელთა სიმრაველემ გამოიწვია.

მეტიც, ლიპარტიას თქმითვე წყალმომარეგებასთან დაკავშირებული საკითხი მერიის კომპეტენციაში არ შედის.

"ვინაიდან ხალხი ბევრი იყო, მაგასთან დაკავშირებით გრაფიკით მიდიოდა წყალი. ერთი კაცი და ორი კაცი ერთი და იგივე რაოდენობის წყალს მოიხმარს? მიზეზები წყალმომარაგების კომპანიასთან უნდა გაარკვიოთ, ეს არაა მერიის კომპეტენცია", - განაცხადა "ტვ.პირველთან" საუბრისას ბორჯომის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×