რეზონანსი
06.01.2020

დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა ავთანდილ მამალაძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი შვილი ზეწოლის შედეგად არ შეიწყალა.

ავთანდილ მამალაძე "დადგმულ სპექტაკლს" უწოდებს სინოდის გადაწყვეტილებას და შემდეგ ზურაბიშვილის მიერ ამ რეკომენდაციის არგათვალისწინებას.

„ჩვენმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომ ამბობს პატრიარქზე თავდასხმა იგეგმებოდაო, სად უწერიათ პატრიარქზე თავდასხმა?!

ხან ერთს თამაშობენ, ხან მეორეს. პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდა. საპატრიარქოსა და მთავრობაში დაბუდებული არიან ბობოლა ადამიანები. ეს არის და ეს. ეს დადგმული სპექტაკლია. თითქოს პრეზიდენტს სთხოვეს შეწყალების გადაწყვეტილება თავად მიეღო, რეალურად ეს იყო სპექტაკლი. პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდა... ეშინიათ იმ უბედურებების გამოშაკარავების, რაც საპატრიარქოსა და მთავრობაში ხდება", - განაცხადა ავთანდილ მამალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×