რეზონანსი
06.01.2020

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე დარწმუნებულია, რომ სასულიერო პირი საპატიმროში უშუალოდ საქართველოს პატრიარქის დავალებით რჩება.

როგორც თორნიკე მამალაძემ ე.წ. მატროსოვის ციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა, ილია მეორეს მსჯავრდებულის ეშინია, რადგან პატიმრობაში მყოფ გიორგი მამალაძეს ბევრი ინფორმაცია აქვს პირადად პატრიარქზე.

"ეს სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის, მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათალიკოს პატრიარქმა უთხრა უარი ზურაბიშვილს შეეწყალებინა ჩემი ძმა. პატრიარქმა წმინდა სინოდიც მოატყუა, მათ ლაფი დაასხა, მოატყუა საზოგადოება.

პატრიარქი არის შეშინებული... ჩემს ძმას ბევრი აქვს სათქმელი. ილია მეორეს პირადად აქვს ჩემი ძმის წინშე დანაშაულები.

ის არ არის მწყემსი კეთილი. ის საკუთარი მიზნებისთვის იყენებს დედა ეკლესიას"- აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მისი თქმით, "სიჩუმეს არ აპირებს".

"აქამდე თავს ვიკავებდით, თუმცა ახლა სიჩუმეს აღარ ვაპირებთ"- აცხადებს მამალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×