რეზონანსი
06.01.2020

საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ამ წუთებში, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საშობაო შეწყალებებთან დაკავშირებით გამართა.

დეკანოზის საქმეზე შუამდგომლობა საპატრიარქომ გასწია.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა. ის ახალი წესით იქნა მიღებული, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურას ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითიც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×